ტრანსფერი დაიხურა, ლიამ დელაპი ჩელსიდან კარიერას ნოტინგემ ფორესტში გააგრძელებს! ინგლისელი ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
ნოტინგემ ფორესტი 23 წლის ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით £45 მილიონს გადაიხდის, დელაპი კი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მას შემდეგ, რაც ჩაბი ალონსომ ჩელსი ჩაიბარა, მალევე გახდა ცნობილი, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ესპანელი სპეციალისტის გეგმებში არ შედიოდა. დელაპით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა ყველას ნოტინგემ ფორესტმა აჯობა და ტრანსფერიც დაიხურა.















