როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა შემტევმა პაატა ღუდუშაურმა იბერია დატოვა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ღუდუშაური უკვე ახალ გუნდში გადავიდა და კარიერას უზბეკურ ნასაფ ქარშიში გააგრძელებს.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ფეხბურთრლის გადაწყვეტილებით, უზბეკურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, 31 დეკემბრმდე გაფორმდა.
14 ტურის შემდეგ, ღუდუშაურის ახალ გუნდს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს.















