იოზუა კიმიხი და ბაიერნი ახალ კონტრაქტზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, მეტიც, გერმანული კლუბის შეთავაზება, რომელიც 30 წლის ნახევარმცველს მაგიდაზე თვეების განმავლობაში ედო, კლუბის უფროსობამ უკან გაიწვია და ამ მომენტისთვის მხარეებს შორის არანაირი მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს. სიტუაცია შეიძლება უახლოეს კვირებში შეიცვალოს, მაგრამ ახლა კიმიხის გუნდიდან წასვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე დარჩენის.
შეგახსნებეთ, იოზუა კიმიხი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, მის სიტუაციას კი ტოპ კლუბები ყურადღებით აკვირდებიან. არსენალი, პსჟ, მანჩესტერ სიტი, ბარსელონა, რეალ მადრიდი, ლივერპული და ინტერი — დიახ, ყველა ამ გუნდის ინტერესი რეალური და დადასტურებულია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ზემოთ ხსენებული კლუბები უფრო მეტად გააქტიურდებიან და ასევე, დიდი შანსია სხვა გუნდებიც ჩაერთვნენ კიმიხისთვის ბრძოლაში.
გერმანელი ფეხბურთელი ბაიერნის ღირსებას 2015 წლიდან მოყოლებული იცავს. კიმიხმა ამ დროში 426 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 43 გოლი და 114 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.