ჯამალ მუსიალა ბაიერნთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს! გერმანული გუნდი და ფეხბურთელის აგენტი, გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ. "რეკორდმაისტერი" ახალაგზრდა ფეხბურთელს ახალ 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რის მიხედვითაც, 21 წლის შემტევი ნახევარმცველი, გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება!
ახალი ხელშეკრულების თანახმად, ჯამალ მუსიალას წლიური ხელფასი (ბონუსებით) დაახლოებით, €25 მილიონი იქნება, რაც ჰარი კეინის ანაზღაურებაზე €1 მილიონით მეტია. ინგლისელი ფორვარდის წლიური ხელფასი €24 მილიონია. ამ ყველაფერს ემატება აგენტის საკომისიოც — თუ გერმანულ გავლენიან წყაროებს დავუჯერებთ, ჯამალ მუსიალას აგენტი ამ გარიგებით საკმაოდ დიდ თანხას მიიღებს.
ბაიერნს გერმანელი ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი ჯამში €120 მილიონი დაუჯდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ჩვენ ვსაუბრობთ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტზე.