ყველა მეკარეს ჰყავს უხერხული მოწინააღმდეგე და გამონაკლისი არც ოლივერ კანია. გვახსოვს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც გერმანელმა გოლკიპერმა რონალდო ნაზარიოსგან 2 ბურთი გაუშვა. იმ მატჩის შემდეგ, ჩამოყალიბდა მოსაზრება, თითქოს სწორედ ბრაზილიელი ფორვარდი იყო მიუნხენის ბაიერნის კარის დარაჯის "კრიპტონიტი".
სინამდვილეში კი თავად გერმანიის ნაკრების ლეგენდარულ პირველ ნომერს ღამის კოშმარებში ესიზმრება არა მილანის ინტერის ყოფილი თავდამსხმელი, არამედ სულ სხვა მოთამაშე. საუბარია ჯეი-ჯეი ოკოჩას შესახებ, რომელმაც 1993 წლის 31 აგვისტოს, "ვულკანის" კარში გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბურთი გაიტანა.
კანის ღამის კოშმარი
გერმანელი მეკარე იმ დროს იცავდა კარლსრუეს კარს, ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი კი ფრანკფურტის აინტრახტში თამაშობდა. ცნობისთვის, "არწივების" შემადგენლობაში იმ პერიოდში ასევე თამაშობდა კახაბერ ცხადაძეც, გუნდის დამრიგებელი კი ჩვენთვის ასევე კარგად ნაცნობი კლაუს ტოპმიოლერი იყო.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, 66-ე წუთამდე ანგარიში იყო 1:1, შემდეგ კი მოედანზე შემოვიდა სწორედ ნიგერიის ნაკრების იმდროინდელი ლიდერი, რომელმაც ჯერ გააკეთა ასისტი, შემდეგ კი ოლივერის კარში ის ლეგენდარული ბურთიც გაიტანა. "სუპერ არწივების" 10-იანის შედევრის შესახებ სამი ათწლეულის შემდეგაც საუბრობენ.
"ამ გოლმა შეცვალა ჩემი ცხოვრება და გავხდი ცნობილი, როგორც ბუნდესლიგაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. გულახდილად ვიტყვი, რომ არ ვგეგმავდი ბურთის დიდი ხნით დაჭერას, უბრალოდ მინდოდა დარტყმისთვის კარგი პოზიცია შემერჩია. ისე მოხდა, რომ კარიერის საუკეთესო გოლი გამომივიდა", - ასე იხსენებს 51 წლის ყოფილი გამთამაშებელი "ლურჯების" გოლკიპერის კარში გატანილ გოლს.
"რეკორდმაისტერის" ლეგენდარული მეკარე დიდი ხნის მანძილზე ტოვებდა იმ გოლს უკომენტაროდ, თუმცა 2016 წელს, მან დუმილი მაინც დაარღვია - "ოკოჩას გოლს რომ ვიხსენებ, ახლაც თავბრუ მეხვევა", - განაცხადა ბავარიული გუნდის ყოფილმა 1-ელმა ნომერმა. ერთი სიტყვით, 1993 წლის 31 აგვისტოს საღამო ორივე მოთამაშისთვის სამუდამოდ დასამახსოვრებელი გამოდგა.
რა მოხდა შემდეგ?
აღნიშნული მატჩის შემდეგ, "ვულკანი" და ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი ბუნდესლიგაში ერთმანეთს კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ. მის კარში გოლი ჯეი-ჯეის აღარ გაუტანია, მაგრამ კანს ასევე მტკივნეულად ახსოვს 1995 წლის 4 ნოემბერს გამართული თამაში, რომელშიც "შავ-წითლებმა" ოტო რეჰაგელის შეგირდები 4:1 გაანადგურეს.
ვალდშტადიონის ბინადრების ლიდერმა იმ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. გერმანელი მეკარე ოლიმპიაშტადიონზე ნელ-ნელა ყალიბდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად, მაშინ, როდესაც ნიგერიის ეროვნული გუნდის 10-იანი აღარ პროგრესირებდა. მას სიზარმაცისა და ზედმეტი ინდივიდუალიზმის გამო, პერიოდულად აკრიტიკებდნენ.
ყველაფერი დასრულდა იმით, რომ 1996 წელს, კარლ ჰაინც კიორბელის გუნდმა ოკოჩა სტამბოლის ფენერბაჰჩეში გაყიდა. თურქეთში ის თამაშობდა თავის გემოზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, რაც აისახა ნიგერიელი გამთამაშებლის შედეგიანობაზეც: 76 მატჩი და 32 გატანილი ბურთი. აშკარა იყო, რომ "ლურჯ-ყვითლებში" ჯეი-ჯეის დიდხანს არავინ გააჩერებდა.
ორი წლის შემდეგ, აინტრახტის ყოფილი ლიდერი დაბრუნდა ევროპის ტოპ 5 ლიგაში, ამჯერად ლიგა 1-ის ბინადარ პარის სენ-ჟერმენში. ეს არ იყო კატარული ფულით გამდიდრებული ის პსჟ, რომელსაც მივეჩვიეთ, დედაქალაქელებს იმ პერიოდში საფრანგეთის ერთი რიგითი საშუალო დონის კლუბის სტატუსი ჰქონდათ.
ბოლო შეხვედრა
2000/2001 წლების სეზონში, პარიზული გუნდი თავის ათიანთან ერთად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ბაიერნიც იყო. ოკოჩამ პირველი მატჩი გამოტოვა, მეორე თამაშში კი ის ოლივერის წინაშე 71-ე წუთიდან წარდგა. "ლურჯ-წითლებმა" ვერაფერი დაუპირისპირეს მიუნხენელებს და ის მატჩი 0:2 წააგეს.
საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა "რეკორდმაისტერმა", მეორე კი პარკ დე პრენსის ბინადრებმა. ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები იმ სეზონში გამოვიდნენ სწორედ ბავარიელები და აღნიშნული წარმატება მათი გოლკიპერის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.
ოტმარ ჰიტცფელდის გუნდის პირველმა ნომერმა მთელი ტურნირი ჩაატარა უმაღლეს დონეზე, ფინალში კი ვალენსიას წინააღმდეგ მან სამი პენალტი მოიგერია. რაც შეეხებათ ლუის ფერნანდესის შეგირდებს, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ფრანგულმა კლუბმა ვერაფერი დაუპირისპირა ლა კორუნიის დეპორტივოს, სტამბოლის გალათასარაისა და მილანს.
ნიგეირელმა შემტევმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა 12 შეხვედრაში გატანილი ერთი გოლით, რის შემდეგაც პარის სენ-ჟერმენში გატარებული კიდევ ერთი სეზონის ბოლოს, ის ბოლტონში გადავიდა. ასეთი იყო "ვულკანისა" და ჯეი-ჯეის დაპირისპირების ისტორია.
4 მატჩი უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ჩააგდო და ის მოლოდინი, რაც ქართველ გულშემატკივარს ჰქონდა, ოდნავადაც არ გამართლდა, მხოლოდ 2 ქულა და ერთადერთი ნაკრები B ლიგაში ჩრდ.მაკედონიასთან ერთად, რომელსაც გოლიც კი არ გაუტანია. რატომ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ასე…
იწყება ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონი, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები B დივიზიონის მეორე ჯგუფში უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან. განვიხილოთ დეტალურად, როგორც ჩვენი ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა, ისე ოპონენტებისაც. საქართველოს ნაკრების ამჟამინ…
20 სექტემბერს, 01:00 საათიდან ლოს ანჯელესში გაიმართება UFC 331, სადაც არაერთი საინტერესო ბრძოლა შედგება. განვიხილოთ, ამ ივენთის მთავარი დუელები. გიგა ჭიკაძე VS ჟოანდერსონ ბრიტო ორივე მებრძოლისთვის ეს არის პრინციპული ბრძოლა თავისი ადგილის გასამყარებლად და გამარჯვებების გზაზე დასაბ…
ოქროს ბურთის დაჯილდოება ახლოვდება - 26 ოქტომბერი, ლონდონ პალადიუმი, ადგილი, სადაც 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. წარმოგიდგენთ ბალონ დ'ორის მოგების 10 მთავარ კანდიდატს, რომელთა შორის ერთი ქართველიც გამოირია. ჯუდ ბელინგემი რატომ იმსახურებს - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონა…
მადრიდის რეალისა და მილანის ინტერის მატჩი ისტორიულ კონტექსტს მოკლებული არასდროს ყოფილა. ამ დაპირისპირებას ახსოვს ჩემპიონთა თასის 1963/64-ის სეზონის მთავარი შეხვედრა, რომელშიც "ნერაძურიმ" "სამეფო კლუბს" 3:1 მოუგო. ასევე სხვა გამორჩეული დუელები ევროთასების პლეიოფებში. სანტიაგო ბერნ…
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებიდან წავიდა. დაუვიწყარი მომენტებისგან შემდგარი ისტორია, რომელიც 20 წელიწადზე დიდხანს გრძელდებოდა. გავიხსენოთ ზოლებიან მაისურში შემოსილი ბიჭუნას 10 ნაბიჯი ფეხბურთის ღმერთობამდე. ტრიუმფი ახალგაზრდულ მუნდიალსა და ოლიმპიადაზე - პირველი ნაბიჯები მესის უფლე…
23 აგვისტოს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან საკრამენტოში დაგეგმილ UFC Fight Night 285-ის ფარგლებში რომან დოლიძე რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული ჩხუბისგან. ქვემძიმე წონით დივიზიონში დაბრუნება დოლიძეს UFC-ში ჩატარებული აქვს 14 ბრძოლა და მისი მ…