ბაიერნი და იოზუა კიმიხი ახალ კონტრაქტზე თითქმის ორი წელია რაც მუშაობენ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. გერმანულ კლუბს გამოცდილი ნახევარმცველის შენარჩუნება სურს, თუმცა 29 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს, რასაც ევროპული გრანდების გააქტიურება მოჰყვა. შეგახსენებთ, კიმიხი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.
ლივერპული, რეალ მადრიდი და ბარსელონა — სამივე გუნდი კიმიხის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. როგორც გერმანული და ესპანური პრესა იუწყება, ფეხბურთელის აგენტთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რა დროსაც მხარეებმა პოტეცნიურ ტრანსფერზე ისაუბრეს. ამ მომენტისთვის უცნობია, რომელი გუნდია ფავორიტი, თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც, თუმცა ამის მიუხედავად, ბაიერნში სჯერათ, რომ გუნდის ვიცე-კაპიტანი ახლ კონტრაქტს გააფორმებს და ალიანც არენაზე დარჩება. იოზუა კიმიხი ბაიერნში 2015 წელს ჩაირიცხა. ფეხბურთელმა ამ დროში არც მეტი, არც ნაკლები, 418 მატჩი ჩაატარა, გაიატანა 43 გოლი და 111 საგოლე გადაცემაც შეასრულა.