7 თვიანი პაუზის შემდეგ, UFC-ის ოქტაგონზე გურამ ქუთათელაძე ბრუნდება და მისი მეტოქე ბრაზილიელი კაუე ფერნანდეში იქნება — ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.
ქართველი და ბრაზილიელი მებრძოლების დაპირისპირება 22 მარტს, ლონდონში მდებარე O2 არენაზე შედგება და აღნიშნული ღონისძიების მთავარი ბრძოლა ლეონ ედვარდს და შონ ბრედს შორის გაიმართება.
გურამ ქუთათელაძემ UFC-ში ბოლო ბრძოლა გასული წლის 3 აგვისტოს, ჯორდან ვუჩენიჩის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე UFC-ში 2 მოგება და 2 მარცხია. MMA-ში კი 13 მოგება და 4 წაგება აქვს.
კაიუ ფერნანდეშს MMA-ში სულ 11 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 9 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო. UFC-ში კი 2023 წლიდან ასპარეზობს და მის ანგარიშზე თითო მოგება და წაგებაა. ფერნანდეშმა ბოლოს 2024 წლის 3 აგვისტოს მოჰამედ იაია დაამარცხა ტექნიკური ნოკაუტით.