ამერიკულმა კომპანია Rockstar Games-მა დააანონსა, რომ Grand Theft Auto VI წელს არ გამოვა. რელიზის ახალი თარიღი 2026 წლის 26 მაისია.
დეველოპერთა განცხადებით, მათ დამატებითი დრო ესაჭიროებათ თამაშის საუკეთესო კონდიციამდე მისაყვანად.
Grand Theft Auto VI is now set to release on May 26, 2026. https://t.co/YgaIn1cYc8 pic.twitter.com/cyeK7GM6Ob
— Rockstar Games (@RockstarGames) May 2, 2025
ინდუსტრიის ინსაიდერი ჯეისონ შრაერი აცხადებდა, რომ Rockstar Games-ი თამაშის გადადებას არ აპირებს და ის აუცილებლად გამოვა 2025-ის შემოდგომაზე, მაგრამ მისი ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
Grand Theft Auto VI PlayStation 5 და Xbox Series X|S კონსოლებზე გამოვა. PC-ვერსიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.




















