გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა ლა ლიგის მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვილიარეალის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა.
25 წლის ფორვარდის სატრანსფერო ფასმა Transfermarkt-ზე 10 მილიონით მოიმატა და €40 მილიონი გახდა.
ბოლო განახლების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე პაპე გეისთან ერთად ვილიარეალის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
















