UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხამზატ ჩიმაევმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მოახლოებული ტრილოგიის შესახებ ისაუბრა. ჩეჩენმა მებრძოლმა აღნიშნა, 61 კილოგრამ დივიზიონში ჩატარებულ ჩხუბებს ის აქტიურად არ უყურებს.
"ახლა მათ შორის ხომ ფრე არის და მესამე ბრძოლა ყველაფერს გადაწყვეტს. სიმართლე გითხრათ, მათი დაპირისპირებიდან ვნახე მხოლოდ ნაწყვეტები, რადგან არ ვადევნებ თვალს 61 კილოგრამ დივიზიონს, მაგრამ სტილისტურად იანის ჩხუბი მომწონს. დვალიშვილი? გამძლე ბიჭია, რომელიც მტკიცე ხასიათით გამოირჩევა.
პიოტრი მოძრაობს ლამაზად, ძალიან სწრაფია და გათვლილი აქვს ყველაფერი, თუმცა არ ვიცი, თუ ვინ გაიმარჯვებს. ამ ბრძოლაში მოსალოდნელია ნებისმიერი შედეგი", - განაცხადა "ბორზმა". შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლისა და მისი რუსი ოპონენტის მე-3 ჩხუბი 25 ოქტომბერს შედგება.














