რეალ მადრიდში ტრავმების ეპიდემია გრძელდება. კარლო ანჩელოტის გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლია, მეტიც, დანი კარვახალი და ედერ მილიტაო სეზონის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებენ. ამას ემატება ტიბო კურტუას, ლუკას ვასკესის, აურელიენ ჩუამენისა და როდრიგოს ტრავმებიც. ამდენი დაზიანების ფონზე, ესპანური პრესა ახალ ტრანსფერებზე ალაპარაკდა, თუმცა ფლორენტინო პერესმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ფანები შეიძლება ითქვას გაანაწყენა.
სამეფო კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რეალ მადრიდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალ ფეხბურთელებს არ დაიმატებს. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და დიდი ალბათობით გადახედვას აღარ ექვემდებარება.
პირველ რიგში განიხილებოდა ცენტრალური მცველის დამატება, თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დავიდ ალაბას დაბრუნება დაჩქარდა, კლუბმა ახალ ტრანსფერზე უარი განაცხადა. საურბები იყო განაპირა მცველის დამატებაზეც, თუმცა ლუკას ვასკესის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა და ესპანელი მოედანზე მალე დაბრუნდება.
ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო, კარლო ანჩელოტი იანვარში ახალ ტრანსფერებს არ უნდა ელოდოს.