სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა eFootball Mobile-ის ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი 2vs2-ზე, სადაც საქართველომ ტოპ პერფორმანსი აჩვენა და ჩემპიონობა მოიპოვა!
საბა პეტრიაშვილმა და გიორგი გაბუნიამ წაუგებელი სერია გამოაცხვეს და 4 ნაკრები დაამარცხეს: ისრაელი, მოლდოვა, სომხეთი და თურქეთი (ფინალი), რითაც საბოლოო ჯამში 200 სარეიტინგო ქულა მოაგროვეს.














