ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურად გადაეცა ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ახალგაზრდა ქართველი ვინგერი ბალონ დ'ორის მოგების ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიაზრება. რამდენად რეალურია ორივე პრიზის მოგება ერთ წელში? ისტორიას ახსოვს მსგავსი მაგალითები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებულები სხვადასხვა იყვნენ.
ჯილდო, რასაც დაეუფლა პარი სენ-ჟერმენის შემტევი შემოიღეს 1998 წლიდან და თავდაპირველად ის პოზიციონირდებოდა როგორც სეზონის საუკეთესო მოთამაშე უეფას საკლუბო ფეხბურთში. მოგვიანებით, აღნიშნული პრიზი მთლიანად გადავიდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფრთის ქვეშ.
უეფას/ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელები და ოქროს ბურთის გამარჯვებულები წლების მიხედვით
| უეფას/ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი | ოქროს ბურთის მფლობელი | წელი |
| რონალდო ნაზარიო | ზინედინ ზიდანი | 1998 |
| დევიდ ბექჰემი | რივალო ვიტორ ბორბა ფერეირა | 1999 |
| ფერნანდო რედონდო | ლუიშ ფიგუ | 2000 |
| შტეფან ეფენბერგი | მაიკლ ოუენი | 2001 |
| ზინედინ ზიდანი | რონალდო ნაზარიო | 2002 |
| ჯანლუიჯი ბუფონი | პაველ ნედვედი | 2003 |
| დეკუ დე სოუზა | ანდრეი შევჩენკო | 2004 |
| სტივენ ჯერარდი | რონალდინიო გაუჩო | 2005 |
| რონალდინიო გაუჩო | ფაბიო კანავარო | 2006 |
| რიკარდო კაკა | რიკარდო კაკა | 2007 |
| კრიშტიანუ რონალდუ | კრიშტიანუ რონალდუ | 2008 |
| ლიონელ მესი | ლიონელ მესი | 2009 |
| დიეგო მილიტო | ლიონელ მესი | 2010 |
| ლიონელ მესი | ლიონელ მესი | 2011 |
| ანდრეს ინიესტა | ლიონელ მესი | 2012 |
| ფრანკ რიბერი | კრიშტიანუ რონალდუ | 2013 |
| კრიშტიანუ რონალდუ | კრიშტიანუ რონალდუ | 2014 |
| ლიონელ მესი | ლიონელ მესი | 2015 |
| კრიშტიანუ რონალდუ | კრიშტიანუ რონალდუ | 2016 |
| კრიშტიანუ რონალდუ | კრიშტიანუ რონალდუ | 2017 |
| ლუკა მოდრიჩი | ლუკა მოდრიჩი | 2018 |
| ვირჯილ ვან დაიკი | ლიონელ მესი | 2019 |
| რობერტ ლევანდოვსკი | - | 2020 |
| ჟორჟინიო ფრელო | ლიონელ მესი | 2021 |
| ქარიმ ბენზემა | ქარიმ ბენზემა | 2022 |
| როდრი ერნანდესი | ლიონელ მესი | 2023 |
| ვინისიუს ჟუნიორი | როდრი ერნანდესი | 2024 |
| უსმან დემბელე | უსმან დემბელე | 2025 |
| ხვიჩა კვარაცხელია | ? | 2026 |











