2026 წლის ოქროს ბურთის 30 ნომინანტი უკვე დასახელდა. გასაკვირი არაა, რომ სიაში მოხვდა პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
ამ 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია ერთადერთია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, თუმცა ოქროს ბურთის მოგების შანსი მაინც აქვს.
მსგავსი ფაქტი ბოლოს 20 წლის წინ, 2006 წელს დაფიქსირდა, როცა სამუელ ეტოო ნომინანტებს შორის ერთადერთი იყო, რომელსაც მუნდიალზე არ უთამაშია. მისი კამერუნი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

სამაგიეროდ, ეტოოს საკლუბო სეზონი ფანტასტიკური ჰქონდა. ბარსელონასთან ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა და საუკეთესო ბომბარდირი. ასევე, გოლი ფინალში არსენალის წინააღმდეგ.
იმ წელს ეტოომ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-6 ადგილი დაიკავა, ჩამორჩა გამარჯვებულ ფაბიო კანავაროს, ზინედინ ზიდანს, ტიერი ანრის, ჯანლუიჯი ბუფონს და რონალდინიოს.
როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'equipe წერს, კვარას ეტოოსთან შედარებით ერთი მთავარი უპირატესობა აქვს - ქართველი შემტევი ყვეალფერთან ერთად ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება იყოს მთავარი იმისთვის, რომ კვარამ ოქროს ბურთის გამოკითვაში ეტოოზე მაღალი პოზიცია დაიკავოს.












