ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსთავი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ.
ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის.
დინამოელებმა უშუალო კონკურენტი 0:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში დროებით ჩაუდგა, რადგან იბერიას და დინამო ბათუმს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ნიკა ნინუა იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.











