ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა.
"ჩემს სახელს არაერთ კლუბს უკავშირებენ, თუმცა ამ მომენტისათვის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ნაპოლიში მუშაობის შესანიშნავი და წარმატებული პერიოდის შემდეგ, დროს გამოვყოფ იმის კარგად ასაწონად, თუ როგორ და როდის დავუბრუნდე საქმიანობას. ეს იქნება გააზრებული გადაწყვეტილება, რომელსაც მაშინ მივიღებ, როცა, ჩემი აზრით, ამისათვის შესაბამისი პირობები შეიქმნება.
მოვკარი თვალი ცნობებს იმის შესახებ, თითქოს უკვე წამოვაყენე ფინანსური მოთხოვნები და გუნდებში სრული კონტროლის მოპოვებას ვცდილობდი. ასევე შემხვდა რაღაც გაფრთხილების მსგავსი განცხადებები ჩემი ძლიერი ხასიათის გამო. აღნიშნული მტკიცებები უსაფუძვლოა, რადგან ამ ეტაპზე მსგავსი შეფასებებისთვის რაიმე რეალური მიზეზი არ არსებობს.
თუ რომელიმე გუნდი მართლაც გამოჩნდება, მაშინ დადგება მოლაპარაკებების დროც, რათა ერთობლივად განვხილოთ პოტენციური შეთანხმების პირობები...ორივე მხარის საჭიროებების, აგრეთვე იმ მიდგომების გათვალისწინებით, რომლებიც სპეციალისტის რანგში ჩემს საქმიანობას ახასიათებს", - განაცხადა იტალიის ეროვნული გუნდის ექს-დამრიგებელმა.











