გავლენიანი იტალიური და ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, თუ მანჩესტერ იუნაიტედი მაიკლ კერიკს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებს, ანტონიო კონტე მზადაა "წითელი ეშმაკები“ დაუყოვნებლივ ჩაიბაროს და მუშაობას შეუდგეს.
როგორც ირკვევა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, იტალიელმა სპეციალისტმა კი სრული მზადყოფნა გამოთქვა, რომ კლუბს სეზონის შუაში ჩაუდგეს სათავეში.
შეგახსენებთ, მანჩესტერ იუნაიტედი რამდენიმე საათის წინ მადრიდის ატლეტიკოსთან უშანსოდ დამარცხდა, რის შემდეგაც მაიკლ კერიკის შესაძლო გათავისუფლების შესახებ სულ უფრო ხშირად იწერება. ანტონიო კონტე კი მოლოდინის რეჟიმშია და ინგლისური კლუბისგან ზარს ელოდება.
იტალიელი სპეციალისტი პრემიერ ლიგას კარგად იცნობს. კონტე ჩელსის 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო 2021-2023 წლებში ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი იყო.
უახლოეს დღეებში კონტესა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.




![[VIDEO] მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვა გოლდენ სტეიტთან და აღფრთოვანებული დონჩიჩი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUmzhUm2InhVo7Dl21gAvk38J4XDQ0xwC.png&w=3840&q=75)
![[VIDEO] გოგა ბითაძის შესანიშნავი მატჩი კლივლენდ კავალიერსთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FzXJS73kW6E5kIn8sD00FNdsv4DUoJiqZ.jpg&w=3840&q=75)





