ჩემპიონთა ლიგაზე, ატლეტიკო მადრიდთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ლისანდრო მარტინესმა მედიასთან საკმაოდ მკაცრი კომენტარი გააკეთა.
"მეტი ინვესტიციის მოლოდინი მქონდა. თუ არაფერი შეიცვლება, მომდევნო სეზონში დიდი პრობლემა გვექნება.
მეტი მოლოდინი მაქვს ჩვენი ტექნიკური დირექტორისგან. თუ არ შეიცვლებით, მომდევნო სეზონში დიდი პრობლემა გვექნება. მწვრთნელებს მუდმივად ცვლით, მაგრამ სხვა მიმართულებებზე რას იტყვით? მარტივია, ყველაფერი მწვრთნელსა და ფეხბურთელებს დააბრალო, თუმცა სხვა საკითხებსაც უნდა შევხედოთ.
როდესაც მკითხეს, სათანადოდ დაუჭირეს თუ არა მხარი მაიკლ კერიკს, ვუპასუხე, რომ ასე არ ვფიქრობ. მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ზაფხულში მეტი ინვესტიციის მოლოდინი მქონდა. ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის სხვა ტოპ კლუბებთან შედარებით საუკეთესო შემადგენლობა არ გვყავს.
ყოველ სეზონზე ერთი და იგივე ხდება, ერთსა და იმავე საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ სიმართლეს არ ვიტყვით, არაფერი შეიცვლება. მეტი ამბიცია გვჭირდება. უფრო ხშირად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგება გვინდა.
გასულ სეზონში ფანტასტიკური შედეგი გვქონდა და ახლა ხელმძღვანელობისგან მეტს ველოდით, იმ ადამიანებისგან, რომლებიც კლუბის სათავეში არიან. გვჭირდებოდა, რომ მეტი ფეხბურთელი მოეყვანათ, რათა კონკურენცია გაგვეწია. სხვა კლუბებმაც ხომ ბევრი ფეხბურთელი დაიმატეს, ასე უნდა მოვქცეულიყავით ჩვენც.
ეს შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის დონის არ არის. ვფიქრობ, ჩვენ, ფეხბურთელებს, უკეთ თამაში შეგვიძლია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, რათა ასეთი დონის მატჩებისთვის მზად ვიყოთ“.

![[VIDEO] მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვა გოლდენ სტეიტთან და აღფრთოვანებული დონჩიჩი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUmzhUm2InhVo7Dl21gAvk38J4XDQ0xwC.png&w=3840&q=75)









