მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა ამ შეხვედრაშიც ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, დიდი ალბათობით, კერიკს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.
ვინ შეიძლება შეცვალოს კერიკი?
ბრიტანული პრესა ამ მომენტისთვის 3 მწვრთნელზე წერს. ანტონიო კონტე, ედი ჰაუ და იულიან ნაგელსმანი — მანჩესტერ იუნაიტედში სამივე მათგანის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ. მეტიც, როგორც იწერება, პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა პოტენციურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ახლა კი ყველაფერი მანჩესტერ იუნაიტედისა და ბორნმუთის მატჩზეა დამოკიდებული, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება.











