საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს თავდამსხმელს ხვიჩა კვარაცხელიას 2026 წლის ოქროს ბურთის მოლოდინებზე ჰკითხეს.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი 30 ნომინანტს შორის უკვე მოხვდა, დაჯილდოების ცერემონია კი 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
"მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთს? - ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე, ვინც ამას წყვეტენ, თუმცა ასეთი მოთამაშეების გვერდით ყოფნა და მათთან ბრძოლა დიდი პატივია.
ცხოვრებაში და ფეხბურთშიც ყველაფრის მჯერა, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ და ამით ვამაყობ.
ასევე დიდი პატივია, როცა ასეთი დიდი ფეხბურთელები და ლეგენდები (კროოსი, პლატინი) ამბობენ, რომ ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ.
თუ მსოფლიოში ერთი ადამიანი მაინც ამბობს, რომ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოს მე ვიმსახურებ, ეს ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს სწორად ვაკეთებ და ასე უნდა გავაგრძელო", - განაცხადა კვარაცხელიამ.
The race is on 🌕
— Ballon d'Or (@ballondor) September 9, 2026
Khvicha Kvaratskhelia's take about the Ballon d'Or 2026.
Find everything about him on https://t.co/tzQSMLbRtM#ballondor pic.twitter.com/6ZMG2k6Urn











