გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. ევრო 2024-ის შემდეგ, ეროვნული ნაკრების 5 ფეხბურთელის ფასმა მოიმატა — განახლებული მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილი პორტუგალიის ნაკრების მეკარესთან, დიოგო კოშტასთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. 23 წლის მეკარის სატრანსფერო ღირებულება €45 მილიონს შეადგენს.
ასევე მოიმატა ევრო 2024-ის თანაბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის ფასცმაც - 23 წლის თავდამსხემლის სატრანსფერო ღრებულება €20 მილიონი გახდა.
გთავაზობთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების განახლებულ სატრანსფერო ღირებულებას:
1. გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი €35 მილიონიდან €45 მილიონამდე გაიზარდა;
2. გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი €15 მილიონიდან €20 მილიონამდე გაიზარდა;
3. ლაშა დვალის სატრანსფერო ფასი €900 000-დან €1.5 მილიონამდე გაიზარდა;
4. გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ფასი €1 მილიონიდან €2.5 მილიონამდე გაიზარდა;
5. ოთარ კაკაბაძის სატრანსფერო ფასი €600 000-დან €1 მილიონამდე გაიზარდა;
იხილეთ ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt.com-ის მიხედვით: