ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადაც ერთმანეთს ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების ისტორიული დაპირისპირებები ქართულ დერბით არის შერაცხული და ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.
გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩი ყოფილა, სადაც პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. თავი ფელიპე პირესმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გამოიჩინა.
70-ე წუთზე წონასწორობა შეცვალეს შემოსულმა დოლტმურზიევმა აღადგინა და დინამო მარცხს გადაარჩინა - 1:1.
ამ ფრით დინამომ მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ რუსთავთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, ტორპედო კი 32 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

















