პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს.
სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-ში ხშირი ტრავმიანობაა, შესაძლოა გუნდმა ზამთარში კიდევ ერთი შემტევის დამატებაზე იფიქროს.
ერთ-ერთ ვარიანტად ბეტსის მაროკოელი შემტევი აბდე ეზალზული განიხილება, რომელიც კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობს და ბეტისის ერთ-ერთი ლიდერიცაა. გასულ სეზონში მის ანგარიშზე 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
კვარას ლაზარეთის პერიოდში, გზა დეზირე დუეს გაეხსნა, რომელიც კარგ ფორმაშია და ახლა უკვე თავის ნამდვილ პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე ითამაშებს.
საჭიროების დროს, განიხილება ნუნო მენდეშის ზემოთ აწევაც, რაც ლუის ენრიკემ რამდენჯერმე უკვე გააკეთა.
ესპანელი სპეციალისტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე დააკვირდება, თუ რა საზიანო შედეგი მოიტანა კვარას ტრავმამ გუნდისთვის და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ შეავსოს შეტევითი ხაზი.











