ქართველი მებრძოლი UFC 311-ზე მიიღებს მონაწილეობას და ჩემპიონობის შესანარჩუნებლად უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. აღნიშნული ორთაბრძოლა ლოს ანჯელესში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ UFC 311-ის მეინ ქარდის მთავარ ბრძოლად მსუბუქი წონის სატიტულო დაპირისპირება არის ჩანიშნული, სადაც მოქმედი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ქამრის დაცვას არმან ცარუკიანის წინააღმდეგ შეეცდება.
UFC 311-ის მთავარი ქარდის ბრძოლები 19 იანვარს, თბილისის დროით დილის 7 საათიდან დაიწყება.


















