ოფიციალურად — ნიკოლოზ უგრეხელიძე კარაგუმრუქის ფეხბურთელია! თურქულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ ახლახანს დაადასტურა. კარაგუმრუქსა და დინამო თბილისს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. სეზონის ბოლოს, თურქეთის სუპერ ლიგის ბინადარს 21 წლის ცენტრალური მცველის გამოსყიდვა შეეძლება.
🔴⚫️ Nikoloz Ugrekhelidze Fatih Karagümrük’te
— Fatih Karagümrük SK (@karagumruk_sk) July 11, 2025
Kulübümüz, Dinamo Tiflis’in savunma oyuncusu Nikoloz Ugrekhelidze’yi satın alma opsiyonuyla 1 yıllığına kiraladı.
Alt yaş kategorilerinde Gürcistan Milli Takımı forması giyen 21 yaşındaki oyuncumuz, geçen sezon takım kaptanlığı… pic.twitter.com/02TfPdxEIT
ნიკოლოზ უგრეხელიძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, 2023 წლიდან მოყოლებული კი პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 50 მატჩის ჩატარება მოასწრო.
ფოტო: FC Dinamo Tbilisi
















