უკრაინის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა, დინამო კიევმა დინამო თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელი ალექსანდრე ფეიქრიშვილი დაიმატა.
ფეიქრიშვილი კიევურ გუნდში რამდენიმე კვირა სინჯებზე იმყოფებოდა, საბოლოოდ კი დინამო კიევმა მისი დატოვება გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ ფეიქრიშვილი ახალ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და თავიდან დინამო კიევის აკადემიაში იქნება.
ცნობისთვის, 18 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.