გერმანული გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, ბაიერნი გუნდის ლეგენდას ტომას მიულერს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ბაიერნი და მიულერი ახალ ხელშეკრულებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერში" საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს და 35 წლის ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტეს.
ტომას მიულერი ბაიერნის აკადემიის აღზრდილია, 2009 წლიდან კი პირველ გუნდში ასპარეზობს. გერმანელმა ამ დროში 742 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 247 გოლი და 273 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელმა ბაიერნთან ერთად 32 ტიტულის მოგებაც მოახერხა.
ბოლო მომენტში თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ტომას მიულერი ზაფხულში ბაიერნს 100% დატოვებს.