დღემ სტარტი მესამე წრით აიღო, სადაც მონაწილეთა და გულშემატკივართა აქტივობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბათუმის ყინულის სასახლეში ტევა არ იყო, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს კიბერსპორტის პოპპულარობის საოცარ ზრდაზე ჩვენს ქვეყანაში.


მეოთხედფინალისტების დონით ორგანიზატორებიც კი გაოცდნენ – ლევან “ფაქო” გოგორელიანი საკუთარ აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
საბოლოო ჯამში, ნახევარფინალებში ორი წყვილი შეიქმნა: ჯანო იაკობაძე vs. ზუკა გოგიტიძე და არჩილ მანია vs. კუკა ვასაძე. ჯანო იაკობაძემ საკუთარი მეტოქე საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა. მანია-ვასაძის მატჩი კი დამატებით დროში გადავიდა, სადაც უკანასკნელმა სამბურთიანი უპირატესობით იმარჯვა.
ხვალ ჩვენ გადამწყვეტი დღე გველის – მატჩი მესამე ადგილისთვის და, რა თქმა უნდა, ფინალი! ჯანო იაკობაძემა და კუკა ვასაძემ ფინალში გასვლით უკვე მოიპოვეს მესტიის საგზურები, მაგრამ გამარჯვებული მაინც გასარკვევია.
















