იტალიური
La Gazzetta dello Sport ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — ბარსელონა და რეალ მადრიდი დინამო თბილისის 16 წლის ფეხბურთელით საბა ხარებაშვილით ინტერესდებიან. ესპანური გრანდების ინტერესი რეალურია და დადასტურებული. ორივე კლუბის სკაუტები საბას დიდი ხანია, რაც აკვირდებიან და დიდი შანსია ფეხბურთელის სანაცვლოდ უახლოეს პერიოდში პირველი შეთავაზებებიც გაკეთდეს.
დინამო თბილისს ახლაგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა ხარებაშვილით, რომ ევროპული კლუბები აქამდეც ინტერესდებოდნენ, ეს ძველი ამბავია. ახალგაზრდა მცველის მიმართ საკმაოდ ბევრი გუნდის ინტერესი უკვე დადასტურდა და შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფეხბურთელის რომელიმე ტოპ ლიგაში ტრანსფერი, აშკარად დროის ამბავია,
საბა დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში დებიუტი კი 15 წლის ასაკში ჰქონდა. ფეხბურთელმა ამ სეზონში 25 მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო, რა დროშიც 2 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე სულ რაღც 4 ტურია დარჩენილი, ხარებაშვილის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით კი უფრო მეტ ინფორმაციას, მომდევნო კვირებში ველოდებით.