ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღით ადრე, ინგლისური პრესა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — როგორც ირკვევა, არსენალმა
ოლი უოტკინსის თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა, კერძოდ
£60 მილიონი, რაც ასტონ ვილამ რა თქმა უნდა დაბლოკა! უნაი ემერის გუნდის ლიდერის შუა სეზონში გაყიდვა არ სურს.

ფაქტია, არსენალი შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს და თუ ინგლისურ პრესას დავუჯერებთ, "მეთოფეები" უახლოეს საათებში 29 წლის ფორვარდის სანაცვლოდ ახალ, გაუმჯობესებულ შეთავაზებას გააკეთებენ. მიკელ არტეტასთვის ოლი უოტკინსი #1 სამიზნეა. ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ ფეხბურთელი არსენალის შეტევას საგრძნობლად გააძლიერებს.
განიხილება სხვა ვარიანტებიც, მაგალითად მატის ტელი ბაიერნიდან. 19 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის დატოვება გადაწყვიტა და როგორც ირკვევა მის დამატებას ევროპული გუნდები უკვე ცდილობენ — არსენალის გარდა მარსელის, ჩელსის, ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესიც დადასტურდა.
უახლოეს საათებში უოტკინსი-არსენალის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.