დასრულდა UFC 331, რომლის მთავარ ბრძოლაში ალეშანდრე პანტოჟამ ჯოშუა ვენისთვის ქამრის წართმევა ვერ მოახერხა. უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი უცვლელია: მიანმარელმა მებრძოლმა ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს მოუგო მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, 49-46, 48-47, 50-45.
რაც შეეხება თანამთავარ ბრძოლას, არმან ცარუკიანმა იდაყვით გათიშა მაურისიო რუფი, რითაც საჩემპიონო რბოლაში ჩართვაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. სომეხი მებრძოლის მოგებით, კიდევ უფრო საინტერესო გახდა ვითარება 70 კილოგრამ წონით დივიზიონში, რომელშიც ბინადრობენ ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, პედი პიმბლეტი და სხვები.
დიახ, "ახალქალაქელი" უკვე საკმარისად მომწიფდა საჩემპიონო ბრძოლისთვის, თუმცა ამერიკულ - ქართული რემატჩიც საკმაოდ აქტუალური თემა არის. როგორც ცნობილია, "მატადორი" განიხილავს მხოლოდ "ჰაილაითთან" დილოგიას, მაგრამ ფაქტია, პრომოუშენს უკვე ცარუკიანისთვისაც აქვს შესანახი ადგილი.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი სავარაუდო სცენარი - 37 წლის ჩემპიონისა და თოფურიას რემატჩი, შემდეგ კი მათ შორის გამარჯვებული ქამარს დაიცავს სომეხ მებრძოლსა და "ბედის" შორის მოგებულთან, ან პირიქით: გეიჯი-არმანი და ილია-პიმბლეტს შორის საუკეთესოები ერთმანეთის პირისპირ.















