ამერიკული კიბერსპორტული ორგანიზაცია 100 Thieves-მა გამოაქვეყნა ტიზერი, რომლითაც დაანონსდა მისი გაფართოება ახალ დისციპლინებზე. მათ ეყოლებათ გუნდები და მოთამაშეები Warzone-ში, Street Fighter-სა და Teamfight Tactics-ში.
100 Thieves-ი დაარსებულია მეთიუ “Nadeshot” ჰააგის მიერ, ისაა ყოფილი Call of Duty-ს პრო გეიმერი, ასე რომ Warzone-ში გუნდის შექმნა საკმაოდ ლოგიკურია.
Street Fighter-ი უფრო საინტერესოა, რადგან EWC-ს მოახლოებასთან ერთად, დიდი ორგანიზაციები აქტიურდებიან ფაიტინგების სატრანსფერო ბაზარზე.
ვინ იქნება ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯერჯერობით უცნობია.