დასრულდა სეზონი ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში და ვილიარეალის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ერთი საინტერესო მიღწევით გამოირჩა. პრიმერა დივიზიონის დებიუტანტ მოთამაშეებს შორის, ქართველმა ფორვარდმა შეაგდო ყველაზე მეტი, 13 ბურთი. შეგახსენებთ, ახალგაზრდა გოლეადორმა სეზონი მადრიდის ატლეტიკოს კარის აღებით დაასრულა.
რაც შეეხება ევროპის სხვა ტოპ ლიგებს, "ყვითლების" თავდამსხმელის გვერდით არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ლუის დიასი (ბუნდესლიგა), ვიქტორ იოკერეში (პრემიერ ლიგა), დონიელ მალენი/ტასოს დუვიკასი (სერია ა) და ხოაკინ პანიჩელი (ლიგა 1).
ყველაზე შედეგიანი დებიუტანტები ევროპის ტოპ 5 ლიგებში
| პრემიერ ლიგა | ვიქტორ იოკერეში | 14 გოლი | არსენალი |
| ლა ლიგა | გიორგი მიქაუტაძე | 13 გოლი | ვილიარეალი |
| სერია ა | დონიელ მალენი/ტასოს დუვიკასი | 14 გოლი | რომა/კომო |
| ბუნდესლიგა | ლუის დიასი | 15 გოლი | ბაიერნი |
| ლიგა 1 | ხოაკინ პანიჩელი | 16 გოლი | სტრასბურგი |








