ესპანეტის ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა ვილიარეალსა და ატლეტიკოს შორის შედგა და მასპინძელთა მარტივი გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.
ამ შეხვედრაში გუნდებს მოტივაცია არ ჰქონდათ, რადგან მთავარი მიზანი ორივემ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდა.
მიუხედავად ამისა, ვილიარეალმა ბოლო ტურში უმაღლესი დონის თამაში აჩვენა და უშუალო კონკურენტს 5 გოლი გაუტანა, რომლის მონაწილეც მიაუტაძე გახდა.
ქართველმა ფორვარდმა მორიგი გოლი გაიტანა და ატლეტიკოსთან მატჩში 8.1 შეფასება მიიღო. ლა ლიგის ეს სეზონი მან 13 გოლით და 6 ასისტით დაასრულა.








