173 ქვეყანა, 346, 527 მონაწილე, 9.2 მილიონი ევრო ფონდის ანგარიშზე, - ასეთი შედეგით ჩაიარა Wings For Life World Run 2026-მა.
მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი, Wings for Life World Run თავისივე რეკორდებს ხსნის. რიგით მე-13 რბენას წელს 173 ქვეყნიდან, 346,527 ადამიანი და 192 ეროვნების წარმომადგენელი შეუერთდა, რაც 2025 წლის მაჩვენებელს (310, 719) 35, 808-ით აღემატება. რეგისტრატციითა და სხვა შემოწირულობებით წელს 9.2 მილიონი ევრო შეგროვდა. ასიათასობით მორბენალი ისევ ერთი მიზნით გაერთიანდა - ვიპოვოთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზები.
2026 წლის გარბენს საქართველო აპლიკაციით შეუერთდა. ვირტუალური ფინიშის მანქანის წინააღმდეგ მონაწილეებმა ინდივიდუალურად ირბინეს, მათ მიერ შერჩეულ ლოკაციაზე ან შეუერთდნენ ორგანიზებულ გარბენს დინამო არენაზე.
სასტარტო სიგნალი ყველა ქვეყანაში ერთდროულად გაისმა, მათ შორის საქართველოში, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებას წელსაც აპლიკაციით შეუერთდა. ვირტუალური ფინიშის მანქანის წინააღმდეგ 1200-ზე ადამიანი დარეგისტრირდა. მონაწილეთა ნაწილმა სასურველი ლოკაცია თავად შეარჩია, ნაწილი კი დინამო არენაზე ორგანიზებულ გარბენში ჩაერთო.
Wings for Life World Run 2026 ყველა კონტინენტს მოიცავს. პირველადი მონაცემებით, საქართველოში, საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ დვალიშვილმა, 45,38 კმ-ით დააფიქსირა, ქალებს შორის საუკეთესო შედეგი, 24,28 კმ მარიამ კოპაძემ უჩვენა.
მსოფლიო მასშტაბით კი 78,95 კმ დაფარული მანძილით, პირველობა ისევ არავის დაუთმო ჯო ფოკუდამ და მსოფლიო გამარჯვება წელს უკვე მეოთხე მოიპოვა.
ქალებს შორის კი ყველაზე მეტი 62,34 კმ მიკი კიტელმა ირბინა.
მსოფლიო მასშტაბით, დროის ყველა სარტყელში, მონაწილეთა მიზანი უცვლელია, - ზურგის ტვინის დაზიანების კვლევების მხარდაჭერა. რეგისტრაციიდან მობილიზებული თანხის 100% სრულად კლინიკური და სამედიცინო კვლევების დაფინანსებას მოხმარდება. 2014 წლიდან დღემდე ფონდმა Wings for Life-მა საქველმოქმედო მიზნებისთვის 69.7 მილიონი ევრო მოიზიდა.
Wings for Life World Run-ს უნიკალური კონცეფცია აქვს. გარბენს წინასწარ განსაზღვრული სარბენი მანძილი და ფინიშის სტანდატული ხაზი არ აქვს. მონაწილეების მიერ განვლილ მანძილს რეალური ან ვირტუალური მანქანა აღრიცხავს, რომელიც სტარტის შემდეგ 30 წუთში, 14კმ/სთ სიჩქარით დაიძვრება და ყოველ ნახევარ საათში ზრდის სიჩქარეს. რბენა იქამდე გრძელდება, სანამ მორბენალს, მოსიარულეს ან ეტლით მოსარგებლეს ვირტუალური მანქანა არ დაეწევა. აპლიკაცია 20 ენაზეა ხელმისაწვდომი.
რბენისათვის განკუთვნილი აპლიკაცია სრულად არის ნათარგმნი ქართულ ენაზეც. უკვე 5 წელია მონაწილეები საქართველოდან ქართული აუდიო მეგზურის თანხლებით დარბიან.
მომდევნო Wings for life World Run 2027 წლის მაისში გაიმართება. რეგისტრაცია კი 2026 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყება.








