ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალმა“ პსვ დაამარცხა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ გუნდის თამაში შეაფასა და ჯუდ ბელინგემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ ჯუდ ბელინგემი პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველია. სკანდალია ის ფაქტი, რომ ოქროს ბურთის ათეულში მისი ადგილი ვერ მოიძებნა."
"ჯუდი განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც ყველა საჭირო თვისება გააჩნია. ის ამბიციურია და დღეს შეხვედრის სურათი მთლიანად შეცვალა. შესაძლოა, შეცდომა დავუშვი, როდესაც ვიფიქრე, რომ მის გარეშეც გავიმარჯვებდით და დასვენების საშუალება მივეცი. ბელინგემი დაბადებიდან ლიდერია და საკუთარ თავს ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებს. ამას ყოველდღე ვამჩნევ როგორც სავარჯიშო პროცესში, ისე შეხვედრების დროს."
"რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველი ნახევარი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. მოწინააღმდეგე ყველა კომპონენტში უკეთესი იყო, თუმცა შესვენების შემდეგ ინიციატივა მთლიანად ჩვენს ხელში გადავიდა. რა მოხდა შესვენებაზე? გასახდელი ლას-ვეგასივითაა — რაც იქ ხდება, იქვე რჩება. ბევრი არ გვისაუბრია, რადგან ზოგჯერ ერთი გამოსახულება ათას სიტყვაზე მეტს ამბობს. მოთამაშეებს სამი სურათი ვაჩვენეთ, რომელთაგან ერთი თავდაცვას ეხებოდა, ორი კი შეტევას."
"როდესაც შემტევი ფეხბურთელები აქტიურდებიან და თამაშით სიამოვნებას იღებენ, სწორედ ისეთი შედეგი შეიძლება მივიღოთ, როგორიც დღეს ვიხილეთ. თუმცა, თუ გუნდი პირველივე წუთებიდან ამგვარად ვერ თამაშობს, ეს ჩემი მოსაგვარებელი პრობლემაა"— აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.











