10 მაისი, 15:00 საათიდან მსოფლიო მეცამეტედ გაერთიანდება ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად.
Wings for Life World Run - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი მსოფლიოში, ერთ დღეს, ერთსა და იმავე დროს, კიდევ ერთხელ შეკრებს ათასობით მორბენალს ერთი მიზნით: ვიპოვოთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზები.
2026 წლის გარბენს საქართველო აპლიკაციით შეუერთდება. ვირტუალური ფინიშის მანქანის წინააღმდეგ მონაწილეები ირბენენ ინდივიდუალურად, მათ მიერ შერჩეულ ლოკაციაზე ან შეუერთდებიან ორგანიზებულ გარბენს დინამო არენაზე.
რეგისტრაცია უკვე მიმდინარებს Wings for Life World Run-ის აპლიკაციაში, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია Apple Store & Google Play-დან. რეგისტრაციის ღირებულებაა 10 ევროს ეკვივალენტი ლარში, რომელიც სრულად ირიცხება Wings for Life ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის საჭირო კლინიკური და სამედიცინო კვლევების დასაფინანსებლად.
მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი. აპლიკაციით მორბენალთა გავლილი მანძილი გლობალურ რეიტინგში აისახება. სარეგისტრაციო ბმულები:
• რეგისტრაციის ბმული ნებისმიერი ადგილისთვის:
• რეგისტრაციის ბმული დინამო არენაზე ორგანიზებულ გარბენზე:
Wings for Life World Run-ს უნიკალური კონცეფცია აქვს. გარბენს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული სარბენი მანძილი და სტანდარტული ფინიშის ხაზი; მონაწილეების გავლილ მანძილის რეალური ან ვირტუალური ფინიშის მანქანა აღრიცხავს, რომელიც სტარტის შემდეგ 30 წუთში, 14კმ/სთ სიჩქარით დაიძვრება და ყოველ ნახევარ საათში ზრდის სიჩქარეს (15:30 - 14კმ/სთ; 16:00-15კმ/სთ; 16:30- 16კმ/სთ; 17:00-17კმ/სთ; 17:30-18კმ/სთ; 18:00-22კმ/სთ; 18:30-26კმ/სთ; 19:00-30კმ/სთ; 19:30- 34კმ/სთ). მონაწილის გარბენი მაშინ სრულდება, როდესაც მას ვირტუალური ფინიშის მანქანა გაასწრებს.
Wings for Life World Run-ის აპლიკაცია სრულად არის ნათარგმნი ქართულ ენაზე. რბენის დღეს კი ქართული აუდიო გამოცდილება მათ გარბენს უფრო სახალისოს გახდის. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია მოსამზადებელ ეტაპზეც. მორბენლებს შეუძლიათ დაგეგმონ სავარჯიშო შეკრებები და ასევე, საკუთარი თავი გამოსცადონ ვირტუალური ფინიშის მანქანის წინააღმდეგ.
Wings for Life World Run -ის 2025 წლის გარბენი რიცხვებში:
• 310,719 მონაწილე;
• შვიდი გარბენი რეალური ფინიშის მანქანის თანხლებით;
• აპლიკაციით რბენის 452 ღონისძიება 68 ქვეყანაში;
• მონაწილეთა რეგისტრაციებითა და სხვა შემოწირულებით 8.6 მილიონი ევრო შეგროვდა,
რომელიც სრულად მოხმარდება ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებას.
• 2025 წელს მსოფლიო გამარჯვება ერგო იაპონელ ჯო ფუკუდას, რომელმაც 71.67კმ ირბინა და ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც Wings for Life World Run -ზე მესამედ გაიმარჯვა. ქალებს შორის, ყველაზე გრძელი მანძილი დაფარა ესთერ პფაიფერმა, 59.03კმ. გარბენის დაარსებიდან, 2014 წლის შემდეგ, ჯამში 1,870,253 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში, 60.53 მილიონი ევრო შეგროვდა, რომლითაც 324 იმედის მომცემი კვლევა დაფინანსდა.








