ჩინეთში ძალიან საინტერესო ქარდით ვბრუნდებით. მთავარ ბრძოლაში Bantamweight-ის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი Flyweight-ის ყოფილ ჩემპიონ დეივესონ ფიგეირედოს დაუპირისპირდება. იანი დივიზიონის რეიტინგშ მესამე პოზიციას იკავებს, მაშინ როდესაც ფიგუირედო მეხუთეა და შეეცდება, რომ ქამრისთვის ბრძოლა გაინაღდოს. ამ წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია და ცხადია, ეს ბრძოლა ჩვენთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მერაბის პოტენციური მეტოქე გამოიკვეთება. ახლა კი განვიხილოთ თუ ვის რა უპირატესობები შეიძლება ქონდეს ამ დაპირისპირებაში.
პიოტრ იანი
პიოტრ იანი სასწაული კრივით გამოირჩევა, თუმცა, დიდი ხანია უკვე Tiger Muay Thai-ში ვარჯიშობს და მისი მუაი ტაიც არანაკლებ დახვეწილია. ანუ, აქამდე თუ იგი ხელების ტექნიკით გამოირჩეოდა, ახლა მისი kick-ებიც არანაკლებ საზიანოა. როგორც გრეპლერი, მტკივნეულ მახრჩობელების დიდოსტატი ნამდვილად არ არის, მაგრამ MMA-ში ამ დისციპლინის ინტეგრირებასაც კარგად ახდენს. ანუ, კონტროლიცა და მახრჩობელებისგან დაცვაც ნამდვილად კარგი აქვს. დაცვითი გრეპლინგის უნარები დაეხმარება იანს, რადგან, ვფიქრობ, შანსები ფიგეირედოს სწორედ მიწაზე იქნება.
როგორ ფორმაშია იანი?
ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე იანი დაუბრუნდა მის ძველ კონდიციებს. იგი 3-წაგებიან სერიაზე იყო და აშკარად ჩანდა, რომ ფსიქოლოგიურად გატყდა. ჯერ რემატჩში უშანსოდ დაამარცხა სტერლინგმა და ქამრის მოპოვების შანსი დაკარგა. შემდგომ შონ ო'მალისთან ძალიან ახლო ბრძოლაში მსაჯებმა ამერიკელს მიანიჭეს უპირატესობა, რაც, საბრძლო გადმოსახედიდან, ჩემი აზრით, უსამართლობა იყო. საბოლოოდ მერაბ დვალიშვილმა 5-რაუნდიან ბრძოლაში რუსი უბრალოდ გაანადგურა და ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა. თუმცა, მის უკანასკნელ ბრძოლაში, იანმა როგორღაც მოახერხა და ძველი იერი დაიბრუნა. სონგ იადონგთან, ჩინელ ვარსკლავთან მან ნამდვილი ომი გააჩაღა. პირველი რაუნდი იანმა დათმო, იადონგმა დგომშიც და ჭიდაობაშიც აშკარად აჯობა, თუმცა მეორე რაუნდის მეორე ნახევრიდან იანმა ინიციატივა გადაიბარა. საბოლოოდ, როდესაც დგომში ვერ დაჯაბნა სონგი, მან ძალიან კარგი გდებები შეასრულა და იადონგი მიწაზე დაშალა. მან მესამე რაუნდიც წაიღო და საბოლოოდ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. იადონგის დამარცხება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა იანს სულ უფრო მეტად ჭირდება ჭოდაბის გამოყენება, რაც აქამდე არ იყო საჭირო. დგომში რუსი მებრძოლი ძალიან სწრაფია, მაგრამ ძალიან კრეატიული შეტევები, რაც მას ადრე ახასიათებდა, ბოლო დროს თითქოს ნაკლებად ჩანს. ვნახოთ, იქნებ 3-მარცხიანი სერიისა და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაძლევის შემდეგ ყოფილმა ჩემპიონმა უფრო თავდაჯერებულად იბრძოლოს.
რა უპირატესობები ექნება იანს?
სტრაიკინგი - მიუხედავად იმისა, რომ ფიგი ძალიან მძიმე დამრტყმელია, ვფიქრობ, დგომში იანს დიდი უპირატესობა ექნება. იანი სწრაფია და მეტოქეებს კომბინირებულად უტევს, თავიდან მათ მოქმედებებს სწავლობს, მეორე-მესამე რაუნდიდან კი აქტიურ მუშაობას იწყებს.
კარდიო/გამძლეობა - ეს 5-რაუნდიანი ბრძოლაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფიგეირედო ასაკშია და მის საჩემპიონო რაუნდებში, განსაკუთრებით იანთან, უნდა გაუჭირდეს.
სისწრაფე - ფაქტორი იქნება სისწრაფეც, როგორც დგომში, ასევე მიწაზე გაცვლებში. იანი ძალიან მოხერხებულია, მიწაზეც ცუდი პოზიციებიდან წამოდგომას ფეთქებადი და არაორდინალური მოძრაობებით ახერხებს. ზოგადად, იანი ძალიან სხარტი და ფეთქებადია, როგორც დგომში ასევე მიწაზე და ეს ფიგეირედოსთან მისი დიდი უპირატესობა იქნება.
დეივესონ ფიგეირედო
Bantamweight-ში ფიგი ყველას განწირული ეგონა, მათ შორის მეც. უმსუბუქეს წონაში მისი მთავარი უპირატესობა ყოველთვის ფიზიკაში დიდი სხვაობა იყო, რაც ზედა დივიზიონში უკვე აღარ აქვს. მაგრამ, ამ ეტაპზე ახალ დივიზიონში მისი რეკორდი 3 მოგებასა და 0 მარცხს მოიცავს. ბრენდონ მორენოსთან ჩატარებული ზედიზედ 4 ბრძოლის შემდგომ ბრაზილიელმა წონის შეცვლა გადაწყვიტა. ახალ დივიზიონში ჯერ რობ ფონტს მოუგო, რაც მნიშვნელოვანია. რობს ძალიან კარგი კრივი აქვს, თან სუპერმსუბუქი წონის ნატურალური მებრძოლია, ანუ ფიზიკურად საკმაოდ დიდია. მთლად იანის მსგავსი სტრაიკინგი არ აქვს, მაგრამ ფიგეირედომ მარტივად გადალახა ფონტის - ანუ ზედა დივიზიონის მოკრივის ბარიერი. შემდგომ კოდი გარბრანდტი დაახრჩო - მეორე რაუნდში. კი, კოდის ცუდი პერიოდი უდგას, მაგრამ ეს მისთვის მახრჩობელათი ერთადერთი მარცხია, რაც ფიგის პარტერის შესაძლებლობებზე მრავლისმთქმელია. სულ ბოლოს „ომის ღმერთმა" მარტონ ჩიტო ვერას ბარიერი დაძლია - არამხოლოდ დაძლია, არამედ ძალიან საინტერესო, რამ გააკეთა. ჩიტოს აქამდე ნოკდაუნის გემო არ ჰქონდა გასინჯული. ვერა ნოკდაუნში შონ ო'მალიმ, იადონგმა და ალდომ გაუშვეს, მაგრამ Flyweight-დან ამოვიდა ერთი ბრაზილიელი ბიჭი და ვერას პირველი ნოკდაუნი აგემა. ანუ - ძალიან ფიგი Bantam-ებსაც ძლიერად ურტყამს.
ფიგეირედოს უპირატესობები
ფიზიკა/ძალა - ფიზიკურად უმსუბუქეს წონაში ფიგეირედო ძალიან ძლიერი იყო, სუპერმსუბუქშიც აშკარად გადმოყვა ეს ძალა, რადგან აქამდე ჯერ პრობლემა არავისთან შექმნია. იანი ძალის მხრივ დიდად არ გამოირჩევა, ის უფრო ტექნიკური და ელასტიურია, ასე რომ ,ძალაში უპირატესობა, ვფიქრობ, ბრაზილიელს ექნება.
პარტერი/გრეპლინგი - თუ საქმე პარტერამდე მივიდა, აქ კი იანს კარგი დაცვა აქვს, მაგრამ ფიგეირედო ლეგიტიმური შავი ქამარია და ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ მეტოქეს მაგარ საფრთხეს შეუქმნის.
საბრძოლო ინტელექტი - თუ ფიგის ბრძოლებს დააკვირდებით, საინტერესო ტენდენციას შეამჩნევს. „ომის ღმერთი" თითოეულ დაპირისპირებას ინდივიდუალურად უდგება. დეივესონს მომზადებაში Triple C ეხმარება და ვფიქრობ, ჰენრი სეხუდოს გავლენა სწორედ ამ დეტალში იგრძნობა. ეხმარება ჰენრი MMA-ის ერთ-ერთი გამორჩეული ტვინია. ვფიქრობ, ფიგეირედო იანისთვისაც სპეციფიკურად იქნება მომზადებული და სიურპრიზებს შემოგვთავაზებს.
ჭიდაობა - ამ ბრძოლაში ჭიდაობას ცალკე კომპონენტად ვერ გამოვყოფ. კი, ფიგის კარგი გდებები აქვს, მაგრამ იანი პარტერში მარტივად ვერ გადაჰყავთ ხოლმე, ამ მხრივ ის თავს კარგად იცავს. ვფიქრობ, აქ შანსები 50:50-ზე იქნება.
და მაინც ვინ მოიგებს?
იმ შემთხვევაში, თუ ეს ბრძოლა სამრაუნდიანი იქნებოდა, მსჯელობა სხვაგვარ სახეს მიიღებდა, მაგრამ 5-რაუნდიან ორთაბრძოლაში იანისკენ უნდა გადავიხარო. ვფიქრობ, ფიგეირედო საწყისი რაუნდების წაღებას მოახერხებს. ბრაზილიელი ჭკვიანი და მოხერხებულია, მეტოქისთვის სიურპრიზი ყოველთვის აქვს, მაგრამ რაც დრო გავა იანი ტემპს მოუმატებს, დეივესონი კი დაიღლება, რადგან მისი ასაკი მაღალ ტემპში ბრძოლის წარმართვის შანსს აღარ მისცემს. ასე რომ, ვფიქრობ, მოგებას იანი მოახერხებს. შედეგად კი სატიტულო მარათონში ჩაბმას ეცდება. ჩემი აზრით ხვალ მოგების შემთხვევაში მერაბთან რემატჩისთვის კიდევ ერთი გამარჯვება დასჭირდება, რასაც ფიგიზე ვერ ვიტყვით - „ომის ღმერთი" დივიზიონის ახალი სისხლია, UFC-ის კი სიახლეები უყვარს.
მანამდე კი მერაბს შესაძლოა შონ ო’მალისთან რემატჩი ჩაენიშნოს, ან თუნდაც ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან, თუმცა, ამ ბრძოლის გარშემო სიახლეები ჯერ არ არის, თანაც რამადანი ახლოვდება. როგორც ვიცით, უმარი რამადანის დროს არ იბრძოლებს, შონ ო’მალი კი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მებრძოლმა ეფექტური გამარჯვების შემთხვევაში მერაბთან შანსი მიიღოს.
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც "გაფუჭებული მანქანა" უწოდა. "რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდე…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე 14 ნოემბერს აბუ დაბიში დაგეგმილ RAF-ის ივენთზე იჭიდავებს. მისი მეტოქე იქნება წარსულში UFC-ის მებრძოლი, ზაბიტ მაგომედშარიპოვი, რომელმაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2022-ში სპორტული კარიერა დაასრულა. დაღესტნელი ვეტერანის ბო…
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელ ჩემპიონს შეუძლია კარიერის დასრულება, რადგან მას დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. ამერიკელმა პოდკასტერმა "ჰაილაითს" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლიც უწოდა. "ის, რაც…
უკვე ბევრი ითქვა იმის თაობაზე, თუ როგორი კონკურენტული დივიზიონია UFC-ის მსუბუქი წონა. ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი, პედი პიმბლეტი, მაურისიო რუფი და სხვები. სადაც არ უნდა გავიხედოთ, 70 კილოგრამში ყველგან ვარსკვლავურ მებრძოლს წავაწყდებით. ჯასტინ გეიჯი…
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ალექსანდრე თოფურიასა და სანტიაგო ლუნას ბრძოლა გაიმართება 21 ნოემბერს, დოჰაში დაგეგმილ Fight Night-ზე. როგორც გვახსოვს, მექსიკელმა მოწინააღმდეგემ ქართველი მებრძოლი ჯერ კიდევ აპრილში გამოიწვია. იმის შემდეგ, პოტენციურ ოპონენტთა სიაში ფიგურირებდნენ ბრაის მ…
სანტიაგო ლუნამ ისაუბრა თავისი მომდევნო მეტოქის, ალექსანდრე თოფურიას შესახებ. შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა გაიმართება 21 ნოემბერს, დოჰაში ჩანიშნულ Fight Night-ზე. მექსიკელი მებრძოლის თქმით, ქართველი მოწინააღმდეგე მის დანოკაუტებას ვერ შეძლებს. "გარანტიას გაძლევთ, რომ ალექსანდრე ჩემ…