დღეს საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეორე მატჩი გამართეს.
ავჭალის სარაგბო სტადიონზე ქართველები მოქმედ ჩემპიონებს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 5:33 წააგეს.
ქართველთაგან ლელო მე-9 წუთზე ლუკა ტაბატაძემ გაიტანა და ანგარიში გახსნა.
შეგახსენებთ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველი მატჩი უელსთან დრამატულ ბრძოლაში 25:24 დათმეს.
ჩვენი გუნდი მორიგ მატჩს 7 ივლისს ურუგვაის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი




![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)







