2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 4 დღე რჩება, ეროვნული ნაკრებები კი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ფაზაში იმყოფებიან. LaGazzetta.ge-ზე ახალი რუბრიკა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი და წამყვანი ნაკრებების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობებს გაგაცნობთ.
ამ სტატიაში ინგლისის ნაკრების სავარაუდო სასტარტო XI ფეხბურთელზე ვისაუბრებთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თომას ტუხელი 4-2-3-1 სათამაშო სქემის გამოყენებას გეგმავს და, არსებული ინფორმაციით, სასტარტო შემადგენლობაზეც თითქმის საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული.
ინგლისი (4-2-3-1): ჯორდან პიკფორდი, რის ჯეიმსი, ეზრი კონსა, მარკ გეჰი, ნიკო ო'რაილი, დეკლან რაისი, ელიოტ ანდერსონი, ბუკაიო საკა, ჯუდ ბელინგემი, მორგან როჯერსი/ენტონი გორდონი, ჰარი კეინი.

როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პოზიციაა, სადაც ორ ფეხბურთელს შორის კონკურენცია გრძელდება — დანარჩენ შემთხვევებში ტუხელისა და მისი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია.


![[VIDEO] "ლიონელ მესი? შემდეგი კითხვა“ — რონალდუმ არგენტინელზე საუბარი არ ისურვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FFVGgWchi79QbGYQxtAMUBtq2rydxUDz0.png&w=3840&q=75)









