UFC 298-ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ქართველმა მებრძოლებმა ოფიციალური წონები უკვე დააფიქსირეს.
ილია თოფურიამ და ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ერთნაირი, 144,5 ფუნტი (65 კგ.) დააფიქსირეს, ხოლო მერაბ დვალიშვილმა და ჰენრი სეხუდომ 135 ფუნტი (61,2 კგ.) აჩვენეს.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, UFC 298-ზე ორი ქართველი იბრძოლებს - ქამრის პრედენდენტობისთვის მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდება, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაში დაუპირისპირდება. მთავარი ბრძოლები თბილისის დროით დილის 7 საათზე დაიწყება.
იხილეთ ასევე: