არ არსებობს სტატისტიკა, რომელის მიხედვით დღეს უფრო მეტი თამაშები ტარდება, ვიდრე 10, 20 ან 30 წლის წინ. ბოლო წლებში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა, გარდა მასტერსისა (ყველა არა), 96 მოთამაშის მონაწილეობით 12 დღის განმავლობაში.
ჩოგბურთელებს უწევთ ერთ ადგილას იყვნენ, ჩაატარონ მეტი თამაში, მაგრამ შეხვედრებს შორის დასვენების შესაძლებლობა აქვთ.
მაგალითად, მათ შორის ვინც ხშირად აღწევს ტურნირების ბოლომდე და შესაბამისად, მეტი თამაშის ჩატარება უწევს, აღსანიშნავია იანიკ სინერი, რომელმაც 2023 წელს 74 თამაში ჩაატარა (60 მოგება და 14 წაგება), ალკარაზი 77 (65-12), ჯოკოვიჩი 63 (56-7), ხოლო ოთხეულში ყველაზე მეტი მედვედევმა 84 (66-18) ითამაშა.
რამდენიმე წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, როჯერ ფედერერმა 2005 წელს 85 შეხვედრა ჩაატარა (81-4), 2006 წელს კი - 97 (92-5), ნადალმა 2005 წელს 89 თამაშს მიაღწია (79-10), ჯოკოვიჩმა 2015 წელს - 88 (82-6), მიურეიმ 2016 წელს 87 შეხვედრა ითამაშა. ოთხივე, გარდა ტრავმების პერიოდისა, ადვილად თამაშობდნენ წელიწადში 70-დან 85 შეხვედრას და გამარჯვების მოპოვებასაც ახერხებდნენ.
სეზონის დასაწყისში, სინერსა და ალკარაზს დაზიანებები ჰქონდათ, არცთუ ისე გრძელი და დამღლელი წლის შემდეგ. არსებობს კიდევ უფრო წარმოუდგენელი მაგალითები, 40-45 წლის წინ, 1977 წელს გილერმო ვილასმა ერთ წელიწადში 147 თამაში ჩაატარა. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში იყო განსხვავებული ტიპის ჩოგბურთი და თანამედროვე ტემპისგან ბევრად დაბალი. ჯონ მაკინროიმ 1984 წელს, 85 მატჩი ჩაატარა (82 მოიგო და 3 წააგო). ჩვენ ვსაუბრობთ მაშინდელ და ამჟამინდელ ტემპზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში არ არსებობდა თანამედროვე ტექნოლოგიები, აღჭურვილობა, ვარჯიშის მეთოდოლოგია, სამედიცინო მიღწევები, ანუ ყველაფერი, რაც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს შედარებით მარტივად აღიდგინონ ძალა.
რაც შეეხება დღევანდელ აჩქარებულ რიტმს, რომელიც იწვევს მეტ ტრავმას, პროფესორი ჯოვანი კატიზონი ამასთან დაკავშირებით მბობს:
”დაზიანებები ჩოგბურთის სიჩქარის მატებით ვერ გამართლდება, საკმარისია დავინახოთ, რომ ბევრი მოთამაშე, რომელიც 15 წლის წინ თამაშობდა, ჯერ კიდევ არ აქვს პრობლემა, გარდა ასაკისა. პრევენციის პირველი ფორმა არის ვარჯიში, როდესაც არის ტკივილი, უნდა დაფიქრდეთ, რას სთავაზობთ სპორტსმენებს, როგორც მოედანზე, ასევე სპორტდარბაზში, შემდეგ კი უნდა გაანალიზოთ ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო თუ თამაშის დროს, დაზიანების შესწავლის შემდეგ, შესაძლებელია მისი მოგვარების მეთოდის შემუშავება,“ - აცხადებს კატიზონი.







