ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაშიკონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა 97კგ. წონითი კატეგორიაში, მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ბერძენი ნიკოლას კარავანოსი 13-0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს 20-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს. ბრატისლავაში სანდრო ყურაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.












