დადასტურებულად — ხეტაფე დანი კარვახალის ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და თუ ესპანურ წყაროებს დავუჯერებთ, ხეტაფეში სჯერათ, რომ ვეტერანი განაპირა მცველის დამატებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, დანი კარვახალი ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ყველა კლუბს სრულიად უფასოდ შეუძლია.
ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, კარვახალი კარიერის გაგრძელებას როგორც MLS-ში, ისე საუდის არაბეთშიც განიხილავდა, თუმცა ესპანელი ამ დრომდე უგუნდოდაა. ამასობაში კი ხეტაფე გააქტიურდა, რომელიც 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტს სეზონის ბოლომდე სთავაზობს.
უახლოეს საათებში კარვახალის ხეტაფეში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.















