შეთანხმება შედგა, ფილიპ კანსარი კარიერას იბერია 1999-ში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, საქართველოს ჩემპიონი 25 წლის ხორვატ მცველს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
ფილიპ კანსარი წარმოშობით ხორვატია, თუმცა ავსტრალიაშია დაბადებული და კარიერის დიდი ნაწილი სწორედ იქ აქვს გატარებული.
ხორვატი ფეხბურთელის ბოლო კლუბი ვესტერნ სიდნეი იყო, სადაც 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.


















