დადასტურებულად — დავიდ ალაბა კარიერას უდინეზეში გააგრძელებს! 34 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაიცლის, რის შემდეგაც ახალ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც ალაბამ რეალ მადრიდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ფეხბურთელს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ. განიხილებოდა კარიერის საუდის არაბეთსა და MLS-ში გაგრძელებაც. თუმცა, ყველას უდინეზემ აჯობა და ტრანსფერიც დახურა.
მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ავსტრიელი ფეხბურთელი ახალ გუნდთან ვარჯიშს უახლოეს დღეებში შეუდგება.
















