სულ რამდენიმე საათის წინ ჩემპიონშიპის 32-ე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მე-12 პოზიციაზე მყოფი უოტფორდი და გათამაშების ლიდერი, ლიდს იუნაიტედი დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმარი გუნდის გამარჯვებით, 0-4 დასრულდა. ლიდს იუნაიტედმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მარტივი 3 ქულაც მოიპოვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. მატჩის შემდეგ კი გაირკვა, რომ ქართველი ფეხბურთელის დასაკვირვებლად იტალიელი სკაუტები იყვნენ სტადიონზე. მეტიც, ისინი კომოსთვის მუშაობენ და ამ მატჩს სესკ ფაბრეგასის მოთხოვნით ესწრებოდნენ. დიდი ალბათობით სკაუტები უოტფორდის მომდევნო ტურის შეხვედრასაც დაესწრებიან, სადაც ტომ კლევერლის გუნდი მიდლსბროს დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც მარეკ ჰამშიკი და ალექსანდრ კოლაროვიც ჩანდნენ. შეგახსენებთ, ჰამშიკი ნაპოლის, ხოლო კოლაროვი მანჩესტერ სიტის სკაუტად მუშაობს.