ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩში მადრიდის ატლეტიკომ საკუთარ მოედანზე ბრიუგე ანგარიშით 4:1 გაანადგურა. შეგახსენებთ, აღნიშნული კლუბების პირველ შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 3:3. რაც შეეხება საპასუხო დუელს, მთავარ გმირად "როხიბლანკოსს" მოევლინა ალექსანდერ სორლოთი, რომელმაც 3 ბურთი გაიტანა.
დიეგო სიმეონეს გუნდი გადის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სადაც ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის ერთ-ერთს დაუპირისპირდება. აქვე დავამატებთ, დღეს კიდევ 3 მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
ატლეტიკო 4:1 ბრიუგე
გოლები: 1:0, 3:1, 4:1 ალექსანდერ სორლოთი 23', 76', 87', 1:1 ჯოელ ორდონეზი 36', 2:1 ჯონი კარდოსო 48'.












![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)