რამდენიმე საათის წინ დაწყებული მოლაპარაკებები ძალიან მალე საბოლოო შეთანხმებით დასრულდება — დანი კარვახალი და ხეტაფე გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ და, თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 34 წლის გამოცდილი ფეხბურთელი უახლოეს საათებში ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
კარვახალმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ესპანელი მზადაა გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგეს. ტრანსფერის გაოფიციალურებას მხოლოდ ლა ლიგის საბოლოო დადასტურება სჭირდება, რადგან ხეტაფეს ფინანსური პრობლემები აქვს და კარვახალის დასარეგისტრირებლად გარკვეული პირობების შესრულებაა საჭირო.
შეგახსენებთ, კარვახალმა რეალ მადრიდი მიმდინარე ზაფხულს დატოვა და ამ დრომდე თავისუფალი აგენტი იყო. ესპანელი კარიერის MLS-ში და საუდის არაბეთში გაგრძელებასაც განიხილავდა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას ხეტაფემ აჯობა და გარიგებაც დაიხურა.















