მილანის ინტერთან მარცხის შემდეგ, მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა:
"ვიბრძოლეთ და სასურველი შედეგის მიღწევასთან ძალიან ახლოს ვიყავით. გვქონდა კარგი მომენტებიც, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ კარის აღებამდე სამწუხაროდ საქმე არ მისულა.
ინტერი ჩვენს სუსტ მხარეებს ძალიან კარგად იყენებდა. გოლიც ხომ შეცდომის შედეგად გავიდა. საერთო ჯამში, თამაში იყო თანაბარი, დასრულებული კი ჯერ არაფერია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, შედეგი აუცილებლად მოვა. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა გაიმართება 13 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე. აქვე დავამატებთ, რომ "როხიბლანკოს" მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა. ცნობისთვის, თამაშების იგივე რაოდენობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე აგრეთვე აქვთ იურგენ კლოპსა და მაქს ალეგრის.